wisc-online საიტის დახმარებით შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევქმნათ ან გამოვიყენოთ სხვების მიერ შექმნილი მზა ციფრული რესურსები, მოვახდინოთ მოდიფიცირება.
მოსწავლეს შეუძლია ითამაშოს როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ისე ტაბლეტიდან ან სმარტფონიდან, ეს თამაშები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე გადავუგზავნოთ მოსწავლეებს საშინაო დავალების სახით. Wisc-Online-ს გააჩნია საკუთარი შაბლონები, რაც გვაძლევს მისი გამოყენების საშუალებას და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის შექმნის შესაძლებლობას.ეს თამაშები ეხმარება მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში, თქვენ ააქტიურებთ სასწავლო პროცესს და ზოგავთ დროს. თამაში შეიძლება იყოს როგორც ინდვიდუალური, ასევე გუნდური. გამოიყენება ნებისმიერ სასწავლო გარემოში და ნებისმიერი საგნისთვის. საიტს გააჩნია სურათების, ვიდეოების, აუდიომასალის გალერეა, ვიდეო კურსები და რესურსების საცავები. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ უმარტივეს ელექტრონულ რესურსს
მართკუთხა სამკუთხედი – თამაში, ტესტები
No comments:
Post a Comment