21-ე საუკუნეს „ინფორმაციის ხანას“ უწოდებენ. ახალი თაობა იზრდება კომპიუტერული თამაშების, სოციალური ქსელების და ციფრული კულტურის სხვა ელემენტების სამყაროში და ამ ბავშვებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ბუნებრივი პროცესია. განათლების სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო საინფორმაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება. მასწავლებლები სერიოზული ამოცანის წინაშე დგანან: მოამზადონ ახალი თაობა ცხოვრებისთვის თანამედროვე საინფორმაციო პირობებში. ამიტომ სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის საჭირო გახდა ახალი მიდგომები, რომელიც ეფუძნება მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.
ბლოგი სოციალური ქსელია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. თემატურად მრავალფეროვანი არჩევანისა და მულტიმედიური რესურსების თავმოყრის პარალელურად თვითგამოხატვის ერთგვარი საშუალებაა. ერთი თემა შეგვიძლია წარმოვაჩინოთ არა მხოლოდ წერილობით, არამედ ვიზუალური სურათ-ხატებითაც.
ბლოგების ჩართვა სწავლა-სწავლებაში ემსახურება მოსწავლეებში დადებითი ემოციური ფონის შექმნას, ანვითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს, ზრდის ბავშვის მოტივაციასა და ინდივიდუალურობას, სწავლებას ხდის მრავალფეროვანს. ამიტომ აქტიურად ვიყენებ ბლოგს როგორც საგაკვეთილო პროცესში, სასწავლო პროექტებში, ასევე კლასგარეშე მუშაობის წარმართვისათვის.

No comments:
Post a Comment