Thursday, May 23, 2024

მათემატიკის გაკვეთილებზე გამოსაყენებელი რესურსები



 21-ე საუკუნეს „ინფორმაციის ხანას“ უწოდებენ.
ახალი თაობა იზრდება კომპიუტერული თამაშების, სოციალური ქსელების და ციფრული კულტურის სხვა ელემენტების სამყაროში და ამ ბავშვებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ბუნებრივი პროცესია. განათლების სფეროში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო საინფორმაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება. მასწავლებლები სერიოზული ამოცანის წინაშე დგანან: მოამზადონ ახალი თაობა ცხოვრებისთვის თანამედროვე საინფორმაციო პირობებში. ამიტომ სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის საჭირო გახდა ახალი მიდგომები, რომელიც ეფუძნება მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.

თანამედროვე გაკვეთილებზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით სწავლის პროცესი უფრო მრავალფეროვანი, მოქნილი და სახალისო ხდება. როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურებზეც. მო­ტი­ვა­ცია და ჩარ­თუ­ლო­ბა მა­ღა­ლია, რო­ცა მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია და­გეგ­მოს და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი. თვალ­სა­ჩი­ნო რე­სურ­სე­ბით ჩა­ტა­რე­ბულ ვი­ზუ­ა­ლურ გაკ­ვე­თი­ლებს მოს­წავ­ლე იმახ­სოვ­რებს არა მარ­ტო სმე­ნით, არა­მედ შე­ხედ­ვით, შე­ხე­ბით და კე­თე­ბით.
შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული გამოცდილება და შემოგთავაზოთ ელექტრონული საგანმანათლებლო საიტები, რომლებსაც ვიყენებ მათემატიკის გაკვეთილებზე. ჩემი აზრით მათი საშუალებით გაკვეთილი ხდება მეტად აღქმადი, მოსწავლეები მუშაობენ ხალისით, ინტერესით და საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართულობა იზრდემა.
გადავწყვიტე , ჩემი ნამუშევარი, ნაფიქრი და სათქმელი ბლოგის სახით წარმომედგინა და გამეზიარებინა კოლეგებისა და მოსწავლეებისათვის .

ბლოგი  სოციალური ქსელია, რომელსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. თემატურად მრავალფეროვანი არჩევანისა და მულტიმედიური რესურსების თავმოყრის პარალელურად თვითგამოხატვის ერთგვარი საშუალებაა. ერთი თემა შეგვიძლია წარმოვაჩინოთ არა მხოლოდ წერილობით, არამედ ვიზუალური სურათ-ხატებითაც.

ბლოგების ჩართვა სწავლა-სწავლებაში ემსახურება მოსწავლეებში დადებითი ემოციური ფონის შექმნას, ანვითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს, ზრდის ბავშვის მოტივაციასა და ინდივიდუალურობას, სწავლებას ხდის მრავალფეროვანს. ამიტომ აქტიურად ვიყენებ  ბლოგს როგორც საგაკვეთილო  პროცესში, სასწავლო პროექტებში, ასევე კლასგარეშე მუშაობის  წარმართვისათვის.

მათემატიკის გაკვეთილებზე გამოსაყენებელი რესურსები

  21-ე საუკუნეს „ინფორმაციის ხანას“ უწოდებენ. ახალი თაობა იზრდება კომპიუტერული თამაშების, სოციალური ქსელების და ციფრული კულტურის სხვა ელემე...